Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მეცხრე დღეს გადავხედეთ ყველა საქაღალდეს, გავაკეთეთ პრეზენტაცია, შემდეგ  ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგზე.
"ცნობილი მხატვრები"

Tuesday, June 28, 2016

ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული დავალებები სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთათვის და  შევიტანეთ გეგმაში. შევქმენით შესაბამისი რესურსები ფასილითაციისათვის. ასევე გეგმაში შევიტანეთ სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები.

Friday, June 24, 2016

პროექტის მე-7 დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. შევადგინეთ ინდივიდუალური, კოლაბორაციული და გაზეთის შეფასების რუბრიკები. შემდეგ პროექტის გეგმის შაბლონში გავწერეთ პროცედურები.

Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მეექვსე დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ, თუ როგორ დავალებებს მივცემდით მოსწავლეებს პროექტის მსვლელობისას. ამის შემდეგ, ერთი კონკრეტული ჯგუფის მაგალითზე შევქმენით ელექტრონული გაზეთი, ხოლო შემდეგ ბლოგზე გავაკეთეთ გვერდები.

Saturday, June 18, 2016

დღეს ვიმუშავეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, შემდეგ დრაივში ავტვირთეთ მასალები და ასევე გამზადებული  პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე.

Friday, June 17, 2016

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, კერძოდ, განვსაზღვრეთ ძირითადი და შინაარსობრივი კითხვები და ამის შემდგომ დავიწყეთ მუშაობა პრეზენტაციაზე.

Wednesday, June 15, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, განვიხილეთ და შევავსეთ ის თანმიმდევრობით. განვსაზღვრეთ პროექტის თემა, შესრულების ვადები, შევიტანეთ სტანდარტები საგნების მიხედვით, ასევე 21-ე საუკუნის უნარები.